Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას ხვდება: "იქნებ ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი"

სალომე სამადაშვილი ნიკა მელიას ხვდება: "იქნებ ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი"

28/04/2021 08:46:36 პოლიტიკა

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი რუსთავის ციხეში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდება. მისი თქმით, სურს მელიას გაუზიაროს ის განწყობები რას პარლამენტშია და იმსჯელონ გამოსავალზე.

"იქნებ ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი. ამნისტიის კანონის მიღება ეს არის შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ესე მარტივად ამის გადახედვა ცხადია ვერ მოხდება, მაგრამ მე მინდა ნიკასთან ერთად ვიმსჯელო, თუ არსებობს რაიმე სხვა გზები, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად შევძლოთ პატიმრობის თემის დასრულება. მე მივდივარ ნიკასთან, პირველ რიგში მინდა მოვინახულო, გავუზიარო ჩემი აზრები, მოვისმინო ის რას ფიქრობს", - გააცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 29 აპრილსაა ჩანიშნული. მელია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება და მზადაა სანაცვლოდ ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S