Accentnews.ge
"ენმ-ის კანდიდატს, დიდი ალბათობით, მხარს არ დავუჭერ"

"ენმ-ის კანდიდატს, დიდი ალბათობით, მხარს არ დავუჭერ"

28/04/2021 09:00:38 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციიდან ერთი საერთო კანდიდატის საკითხი დადგება და ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ვაშაძე “დიდი ალბათობით” მას მხარს არ დაუჭერს.

“ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დიდი ალბათობით, მხარს არ დავუჭერთ და შევეცდებით, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შევქმნათ ის მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ქვეყნის განვითარების გასაღებია. უფრო მეტსაც გეტყვით, შარლ მიშელის დოკუმენტზე “ქართული ოცნებაც” უარს ამბობდა ხელმოწერაზე და “ნაციონალური მოძრაობა” დღემდე არასწორ პოზიციას იჭერს. თუმცა მათ თქვეს, რომ საბოლოო ჯამში შეუერთდებიან და შევლენ პარლამენტში. ზუსტად ამ დოკუმენტმა აჩვენა, რომ მესამე ახალმა გზამ, რომელმაც უფრო კარგად დაინახა საზოგადოების საჭიროება, გადატეხა ფაქტობრივად ეს შეთანხმება”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დასავლელი პარტნიორების ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს აქვთ, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული “ახალი თანხმობის მოდელით” ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოვა:

“თუ ერთი-ერთზე დავტოვებთ “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს და რა პარტიებმაც არ უნდა დაუჭირონ მხარი, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იქნება “ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ეს არის “ქართული ოცნების” გამარჯვების ფორმულა. ზუსტად ამას ცდილობს ყოველთვის “ქართული ოცნება”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S