"საკუთარ მეგობრებს მონებს ეძახდნენ, დოკუმენტს ხელს არ აწერენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს. ანტიდასავლური ძალები არიან"
28/04/2021 10:28:24 პოლიტიკა
"თბილისში შარლ მიშელი იყო ჩამოსული და არათუ არ მივიდნენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს პრეზიდენტის სასახლესთან, ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მიუთითებს, რომ რეალურად ანტიდასავლური პოლიტიკური ძალები არიან", – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ვხედავთ არაერთ ფაქტს, რომელიც უპირისპირდება როგორც შინაარსს, ასევე იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. მათ შორის, ვნახეთ, რომ გუშინ, საკუთარ მეგობრებს, ოპოზიციონერებს აქცია დაუპირისპირეს და მონებს ეძახდნენ, კარვები არ აიღეს, დოკუმენტს ხელს არ აწერენ. თბილისში შარლ მიშელი იყო ჩამოსული და იქაც კი, არათუ არ მივიდნენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს პრეზიდენტის სასახლესთან. რა თქმა უნდა, ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მათ ბუნებაზე და იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად, ესენი არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


