Accentnews.ge
ინჯიას ლარის გაუფასურების მიზეზით გინებაზე დაწესებული ჯარიმა ეცოტავება და მიიჩნევს, რომ დედის გინება  სისხლის სამართლით დასჯადი უნდა გახდეს

ინჯიას ლარის გაუფასურების მიზეზით გინებაზე დაწესებული ჯარიმა ეცოტავება და მიიჩნევს, რომ დედის გინება  სისხლის სამართლით დასჯადი უნდა გახდეს

28/04/2021 14:11:25 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს "ევროპელი სოციალისტების" პარტიიდან ფრიდონ ინჯიას ლარის გაუფასურების მიზეზით გინებაზე დაწესებული ჯარიმა ეცოტავება და მიიჩნევს, რომ დედის გინება სისხლის სამართლით დასჯადი უნდა გახდეს.

"ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა. დედის გინება ჩვეულებრივი სალაპარაკო იმაშია რა... ენა გახდა რა და აბსოლუტურად ეს ყველაზე მოქმედებს, ოჯახზე, ბავშვებზე, განათლებაზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. მიმაჩნია, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს კიდევაც [კანონი] და არავითარი პატიება და რაღაც. აქ წერია ერთხელ 1 000 ლარამდეა ჯარიმა, მეორედ – 2 000 ლარამდე, მესამედ თუ გააკეთა, მეოთხედ თუ გააკეთა როგორ იქნება? კვლავ 2 000- 2 000 ლარი? ჯერ ერთი, ლარი როგორ მიდის კარგად ხედავთ. ხომ არ ჯობდა, რომ ეს მიბმული იყოს საშუალო ხელფასის რაღაც ნაწილზე, ან სხვა განზომილება რომ იყოს და არა ლარებში? ერთ წელიწადში, ხომ ხედავთ, როგორ გაუფასურდა ეს ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას? [...] ვფიქრობ, დიფერენციაცია უნდა – თუ მესამედ, მეოთხედ მოხდა, ეს სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გადავიდეს და პირი 6 თვე, 1 წელი იჯდეს", – განაცხადა ინჯიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S