"მოდით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ"
28/04/2021 14:54:41 პოლიტიკა
"მოდით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ", – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ევროკავშირმა უნდა იზრუნოს "აღმოსავლეთ პარტნიორების" ქვეყნების და უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უსაფრთხოებაზე. მოდით, სამ ასოცირებულ წევრ ქვეყანას, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას მივცეთ უფრო მკაფიო გზა ინტეგრაციისკენ. შესაძლოა, ეს იყოს ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტის, რომანო პროდის მიერ წარმოდგენილი ფორმულა, რომელიც გულისხმობს ამ სამი ქვეყნისთვის ყველა სარგებლის შეთავაზებას, გარდა ევროკავშირის ინსტიტუტების წევრობისა", – განაცხადა კუბილიუსმა.


