Accentnews.ge
"ლიეტუვა მონიტორინგს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტში არსებული პუნქტები"

"ლიეტუვა მონიტორინგს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტში არსებული პუნქტები"

28/04/2021 18:00:49 პოლიტიკა

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ლიეტუვა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის დახმარებით მიღწეული შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს.

„ეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტის ტექსტი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც შეიძლებოდა დადებულიყო. ამ ტექსტში არსებული პუნქტების შესრულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ არსებობს არანაირი გეგმა „ბ“, რომელიც შეიძლება იყოს მხარდაჭერილი ევროკავშირის მხრიდან. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და ფოკუსირება ამ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებაზე, რადგან ეს არის გამოსავალი ამ ქვეყნისთვის. ეს არის ის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ. რამდენიმე საათი ვსაუბრობდით. საუბარი ასევე იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დააკვირდებიან პროცესს, მონიტორინგს გაუწევენ, რომ შესრულდეს დოკუმენტში არსებული პუნქტები ისე, როგორც გაწერილია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლანსბერგისსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S