Accentnews.ge
ვენეციის კომისია – "სასამართლოების შესახებ" კანონზე: "არსებობს შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა  გაითვალისწოინონ ყველა კანდიდატისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად"

ვენეციის კომისია – "სასამართლოების შესახებ" კანონზე: "არსებობს შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა  გაითვალისწოინონ ყველა კანდიდატისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად"

29/04/2021 09:09:43 პოლიტიკა

ვენეციის კომისია საქართველოს "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს მიესალმება, რომლებიც მის რამდენიმე წინა რეკომენდაციას ითვალისწინებს, თუმცა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა იყო გათვალისწინებული კანონმდებლობის უფრო მეტი სიცხადის, გამჭვირვალობისა და ყველა კანდიდატისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

"რაც შეეხება კანდიდატების სიის შედგენას და ხმის მიცემას, ვენეციის კომისიამ შეაქო შესწორებები კანდიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპის ცალსახად ხსენებისთვის, სიაში მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების შეყვანისთვის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრების იდენტიფიცირებისთვის. ხმის მიცემა, როგორც ასეთი, არის არასრულყოფილი მექანიზმი, რადგან რთულია ხმის მიცემის პროცედურაზე დააფუძნო კანდიდატის დამსახურების მიხედვით ეფექტიანი დანიშვნა, თუმცა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ახლა წარმოდგენილი გამჭვირვალობის დონე გასაჩივრების პროცესთან ერთად გარკვეულ წილად ამ საკითხს უნდა დაეხმაროს.

რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრებისთვის. თუმცა, ვენეციის კომისია იმეორებს თავის წინა რეკომენდაციას, განხილულ იქნას ცვლილების შეტანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მოხდება უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრება. ამას გარდა, დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს, ვიდრე პალატა გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას.

არსებული ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს, შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი ინტერვიუები უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალ ინტერვიუები ახალი წესებით დარეგულირდება, მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, რადგან ეს დიდ შეშფოთებას იწვევს კანდიდატთა თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანდიდატებთან თანაბარი დამოკიდებულების უზრუნველსაყოფად შეიძლება შერჩევის პროცედურის განახლება.

დასკვნა მოითხოვა 2021 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა. იგი მომზადდა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ და განხორციელდა ევროსაბჭოს მიერ მათი „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ II ეტაპის ფარგლებში“, – ნათქვამია დასკვნაში.

საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს 86 ხმით დაამტკიცა “საერთო სასამართლოების შესახებ” და თანმდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებს.

კერძოდ, საჯარო ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები. იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი და ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით. პარლამენტს წარედგინება მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა კანდიდატს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S