Accentnews.ge
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები"

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები"

29/04/2021 09:34:37 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუსი ლანდსბერგისი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები.

"რუსეთის აგრესიული ნაბიჯები ბორდერიზაციისა და რუსი სამხედროების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები, სრულად დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას. ამ კუთხით ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზაზა გახელაძეს და მის ოჯახს. ასევე სხვა უკანონოდ დაკავებულ პირებს. ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ქართველი მოსახლეობის ნება, რომ იცხოვრონ, უსაფრთხო დემოკრატიულ ევროპულ საქართველოში არასდროს იქნება უგულებელყოფლი", – განაცხადა გაბრიელიუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S