ლანდსბერგისი: "ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებებს ნატო-სკენ, კურსს არც ერთმა არ უნდა გადაუხვიოს"
29/04/2021 10:00:40 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუსი ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებებს ნატო-სკენ, კურსს არც ერთმა არ უნდა გადაუხვიოს.
"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მისწრაფებებს ნატოსკენ. ჩვენ ასევე კარგად ვიცით 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაცია და განცხადება ამის თაობაზე. ასევე ორ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს გზამკვლევის შესახებ, წარადგინოს გრამპლები ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყანამ როგორც უკრაინამ, ასევე საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა. არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის განსხვავებები, მაგრამ მსგავსებებიც არის, მაგალითად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, აგრეთვე საფრთხეები ორივე ქვეყნის მიმართ, ასევე ის შესაძლებლობები, რაც უკავშირდება ტრანსატლანტიკურ კურსს. კურსს არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გადაუხვიოს“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.


