"არავის აქვს უფლება დეპუტატს მიუთითოს, როდის მოვიდეს პარლამენტში და რა გააკეთოს, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი"
29/04/2021 11:10:28 პოლიტიკა
"არავის აქვს უფლება დეპუტატს მიუთითოს, როდის მოვიდეს პარლამენტში და რა გააკეთოს, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი", - ასე ეხმიანება დეპუტატი "ლელოდან" ანა ნაცვლიშვილი კოლეგების კრიტიკას იმის თაობაზე, რომ გუშინ პარლამენტში ოპოზიციონერების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრო.
"ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ ერთმა დეპუტატმა მეორეს დაუწესოს მუშაობის გრაფიკი. ვართ დამოუკიდებელი, არჩეული თანამდებობის პირები და მხოლოდ ხალხის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ, როგორ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, თავად გადავწყვეტთ ამას. არავის, მითუმეტეს კოლეგებს არ აქვთ უფლება, მიუთითონ სხვა კოლეგას, რომელ სხდომას უნდა დაესწროს და რომელს - არა. ამის შემდეგ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ყველა მინისტრმა მუდმივ რეჟიმში თავი ანგარიშვალდებულად იგრძნოს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის: დღეს პარალმენტის ტრიბუნიდან ოპოზიონერი პოლიტიკოსები, მათ შორის, ანა ნაცვლიშვილი, კოლეგებმა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრნენ.


