"სამოქალაქო სექტორის ნაწილი დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარეებად გვევლინება"
29/04/2021 13:32:26 პოლიტიკა
"სამოქალაქო სექტორის ნაწილი დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარეებად გვევლინება", – ამის შესახებ სუს–ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილი, მადლობა ღმერთს, რომ ყველა არა, ნებსით თუ უნებლიეთ, გვევლინება არა ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნე ძალების მხარეს, არამედ დამნაშავე პიროვნებების უაპელაციოდ დაცვის მხარეებად. ეს აქეზებს და სტიმულს აძლევს დანაშაულის განმეორებით ჩადენას და მოტივაციას უზრდის დანაშაულის ჩამდენ პირებს”, – განაცხადა ლილუაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ორგანიზაციებს გულისხმობდა


