"თემა აწია, საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამიდღემჩიოდ დავალებული ვართ მელიასა და ენმ-სთან"
29/04/2021 15:21:24 პოლიტიკა
"თემა აწია, საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამიდღემჩიოდ დავალებული ვართ მელიასა და ენმ-სთან", – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
„უხერხულობას ვისთანაც ვგრძნობ - ადამიანურად, მორალურად, კაცურად, თუნდაც ვაჟკაცურად ნიკა მელიაა, რომელიც პატიმრობაშია. რომელმაც ამ საკითხების გადაწყვეტაში თავისი პოზიტიური როლი შეასრულა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. თემა აწია, საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამიდღემჩიოდ დავალებული ვართ ნიკა მელიასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან და არ ვაპირებ, რომ განსხვავებული პოზიციები გვქონდეს“, – აცხადებს მანჯგალაძე.
მისი თქმით, თქმით, მას შემდეგ, რაც მელია საპატიმროს დატოვებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოპონირების უფრო ღია და თავისუფალ რეჟიმში გადავა:
" ნიკა მელია ახლა საპატიმროშია. ასე ვთქვათ, განსაცდელში მყოფი ადამიანია, საპატიმრო მაინც განსაცდელია. ვისურვებდი, რომ ძალიან მალე დატოვოს საპატიმრო, რომ შემეძლოს ოპონირება ღიად, თავისუფალ რეჟიმში „ნაციონალურ მოძრაობასთან" გადასვლა".


