ხვიჩია: "შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს"
29/04/2021 19:19:25 პოლიტიკა
"გირჩის" ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.
"პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მას, როგორც მოლაპარაკების მონაწილეს და მასპინძელს, ამის მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც", - წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.


