Accentnews.ge
ვაშაძე: "მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თბილისის მერობაზე"

ვაშაძე: "მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თბილისის მერობაზე"

29/04/2021 19:49:57 პოლიტიკა

"ნიკა მელია ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თბილისის მერობაზე", – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ის არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს და მე შევეცდები, რომ სხვაგან ვეძიო კანდიდატები, რომელიც საინტერესო იქნება თბილისისთვის. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე არაა საუბარი, ყველაზე ნაკლებად ჩემზე ვფიქრობ. მე უფრო მინდა ვითამაშო როლი, რომ გადავწიო ჩემი პერსონალური ამბიცია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S