Accentnews.ge
გახარიას გუნდის თქმით, სანქციების გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს

გახარიას გუნდის თქმით, სანქციების გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს

30/04/2021 07:21:38 პოლიტიკა

გახარიას გუნდის თქმით, სანქციების გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს.

„რა თქმა უნდა, ამ ფორმით და მით უმეტეს, არსებულ პოლარიზებულ გარემოში ცვლილებების განხორციელება კოდექსში, რომელიც უკვე აღიარებული ფაქტია, რომ უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, აჩენს ბუნებრივ კითხვებს ცვლილებების მიზნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ჩვენმა გუნდმა მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილებები უფლებამოსილების გადამეტების რისკების გადაზღვევის გარეშე და მით უმეტეს ნაჩქარევად არ უნდა ხორციელდებოდეს. აშშ-ის საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც გახარიას გუნდმა მხარი არ დავუჭირეთ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.

29 აპრილს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენითაც მხარი დაუჭირა ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებით, ადმინისტრაციული კოდექსი ამ ცვლილებების შემდეგ უფრო რეპრესიული გახდება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თვლის, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამ მუხლების ნორმატიულ შინაარსს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები "ოცნებიდან": ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S