Accentnews.ge
"ვაპირებ ნიკა მელია მოვინახულო და ორ საკითხზე ვესაუბრო"

"ვაპირებ ნიკა მელია მოვინახულო და ორ საკითხზე ვესაუბრო"

30/04/2021 09:10:52 პოლიტიკა

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხეში მონახულებას გეგმავს.

ხაზარაძე ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარესთან ორ საკითხზე აპირებს საუბარს:

"ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება გალაწუნება ქართული ოცნებისთვის და მათი მართლმსაჯულებისთვის".

მისივე განცხადებით, მეორე საკითხი, რაზეც მელიასთან ისაუბრებს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა:

"მეორე საკითხი, რომელიც მინდა, რომ მასთან გავიარო ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. აქ დიდი დებატების გაშლილი ამნისტიასთან დაკავშირებით. ეს ამნისტია თავის დროზე ჩაწერილი იყო იმიტომ რომ ნიკა მელია გამოგვეყვანა საპყრობილედან, თუმცა ოცნება აპირებს გამოიყენოს იმისათვის, რომ მიჩქმალოს ის დანაშაულებები, რაც არ გამოუძიებია ან თაროზე აქვს შემოდებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა დააშავა, ვინ რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ამის მერე მოხდება ამნისტირება".

მისი თქმით, იგი მომხრეა ამნისტიის აქტის, თუმცა ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს:

"ამნისტიის, როგორც აქტის მომხრე ვარ იმიტომ, რომ საქართველო უნდა გადაიტვირთოს. გადატვირთვა არის შერიგება, მაგრამ ამას წინ უნდა უძღვოდეს ყველა კითხვაზე პასუხი. ამ თემაზე მექნება ნიკასთან საუბარი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S