გიორგი გახარიას გუნდს ახალი წევრი შეემატა
30/04/2021 10:22:47 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი გოგუაძე შეუერთდა.
როგორც გოგუაძე აცხადებს, ამჟამად პარტიის აქტიური მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და იგი ახალ პოლიტიკურ ძალაში ერთ-ერთ მნიშნელოვან მიმართულებას უხელმძღვანელებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიწრო პოლიტიკურ პროცესების მიღმა დავინახოთ თუ რა უჭირს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენი ხედვით და სტრატეგიით შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეებს ის გამოსავალი, რომელთაც ისინი ყოველდღიურად ხედავენ", – აცხადებს გოგუაძე.


