
"თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის"
03/05/2021 09:34:41 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს.
"მედიასაშუალებების თითოეულ წარმომადგენელს, ჟურნალისტებს და მათთან ერთად მთელს საზოგადოებას, გილოცავთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს. თავისუფალი მედია უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის მშენებლობისა და განვითარებისთვის - ჩვენ, ამ საპატიო საქმეში, თქვენი პროფესიონალიზმის იმედი გვაქვს. საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ და განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საპარლამენტო საქმიანობას", – წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.