
თბილისის მერიამ რევაზ ჩომახიძეს ხელშეკრულება შეუწყვიტა
04/05/2021 08:26:42 პოლიტიკა
სპორტული წყალბურთის კლუბის ხელმძღვანელს, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს რევაზ ჩომახიძეს თბილიისს მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. აღნიშნულს ჩომახიძე პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს, ვინაიდან მან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა და ენმ–ის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.
ჩომახიძე ამბობს, რომ არ გეგმავს, სასამართლოს მიმართოს, თუმცა გამოთქვამს წუხილს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღება.
„მე ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში და სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით იღებენ გადაწყვეტილებებს და არა დამსახურებით,– განაცხადა ჩომახიძემ თბილისის მერიის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე.