
გამყრელიძე უარყოფს კახაძის ინფორმაციას, საქართველოში „ინდური შტამის“ დაფიქსირების თაობაზე
04/05/2021 09:11:29 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევა ოფიციალურადაა დადასტურებული.
„ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ინდური შტამის არ მაქვს“,– განაცხადა გამყრელიძემ თემის კომენტირებისას.
თუმცა აღნიშნა ისიც, რომ საუბრობს ლუგარის ლაბორატორიაზე, ქვეყანაში კი არსებობს სხვადასხვა ლაბორატორიები და ალბათობა იმის, რომ რომელიმეში ინდური შტამის ინდენტიფიცირება მომხდარიყო, მაღალია.
მანამდე დეპუტატმა, დანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინდური შტამის რამოდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული:
„მართალია, ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება: ჩვენთან ძირითადად, „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ, საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ და განსაკუთრებით ინდოეთიდან შემოსულ ადამიანებს 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ – ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა, ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია, თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია, თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა, თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“.