
ბათუმის ნავსადგურში ამერიკული "ჰამილტონი" შემოვიდა
04/05/2021 11:35:07 პოლიტიკა
საქართველო აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობსდღეს, 15:28 3 საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობს.
ბათუმის ნავსადგურში "ჰამილტონი" შემოვიდა. ამერიკულ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დახვდნენ.
ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებასა და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.