Accentnews.ge
გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს

04/05/2021 13:16:26 საზოგადოება

5 მაისს, რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი იწყება, სადაც სხვებთან ერთად გიორგი შერმადინის „ტენერიფემაც“ უნდა ითამაშოს. „ტენერიფე“ რუსეთში უკვე ჩაფრინდა და ბუნებრივია გუნდთან ერთად იყო ქართველი კალათბურთელიც, რომელიც ესპანური კლუბის ერთ-ერთი ლიდერია.

გიორგი შერმადინი ნიჟნი ნოვგოროდში ჩავიდა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა იგი ქვეყანაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. ამბავს ადასტურებს და ფოტოსაც ურთავს, „ტენერიფეს“ ბრაზილიელი ლეგიონერი და შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო ჰუერტასი, რომელიც "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე იმ სავარძელს აქვეყნებს, რომელზეც მისი თქმით, შერმადინს აეროპორტში ღამის გათენება იძულებით მოუხდა.

პოპულარული ესპანური გამოცემის თქმით, საკალათბურთო კლუბი „ტენერიფე“ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაოს. გიორგი შერმადინის რუსეთში არ შეშვების მიზეზი უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S