გაბუნია განმარტავს, როდის დაიწყება ბავშვთა ვაქცინაცია საქართველოში

04-05-2021 19:19:54 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არც ერთი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა რეკომენდებული არ არის.

მისი თქმით, როგორც კი იქნება კონკრეტული ვაქცინა ავტორიზებული ბავშვებისთვის, საქართველო განიხილავს ამ ვაქცინის ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობას.

"როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე არც ერთი ვაქცინა 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის. "ფაიზერი" 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის ეფექტურობის შეფასებაზე ახლა მუშაობს. ჯანმო–ს დასკვნები და რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით არ გამოუქვეყნებია. ამდენად, ველოდებით რეკომენდაციებს. როგორც კი იქნება უკვე კონკრეტული ვაქცინა ავტორიზებული ბავშვთა ასაკის პოპულაციაში გამოყენებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდეგ განვიხილავთ ამ ვაქცინის ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობას", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები