
"ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებულებიდან არც ერთს არ ჰქონია დაავადების მძიმე მიმდინარეობა"
04/05/2021 18:41:31 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებული პაციენტებიდან არც ერთს არ ჰქონია დაავადების მძიმე მიმდინარეობა.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით სტატისტიკა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება:
"ჩვენ გვაქვს შედეგები, ახლა ვამუშავებთ, ვინც გახდა ავად პირველი დოზის შემდეგ, ასეთი შემთხვევები არ არის ცოტა, საინტერესო მონაცემებია და გამოვაქვეყნებთ, პრაქტიკულად, არც ერთს არ ჰქონია მძიმე მიმდინარეობა. ეს არის ვაქცინის დამსახურება, ერთი დოზის მერეც კი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.