
შეზღუდვა, რომელიც დღეიდან იხსნება
05/05/2021 05:20:22 საზოგადოება
დღეიდან სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვა იხსნება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით ქვეყანაში, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. აკრძალვა მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე არ მოქმედებდა.
დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა. პოლიციამ საფლავზე გასული არაერთი პირი დააჯარიმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4-11 მაისს უქმე დღეები გამოცხადდა და იცვლება რეგულაციებიც. კერძოდ:
- 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;
- უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას;
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე.