Accentnews.ge
ვოლსკი მელაშვილის საზოგადოებაში გამოჩენას პროვოკაციას უწოდებს

ვოლსკი მელაშვილის საზოგადოებაში გამოჩენას პროვოკაციას უწოდებს

05/05/2021 10:13:40 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს ინციდენტს, რომელიც 4 მაისს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოხდა.

მისი თქმით, ივერი მელაშვილის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა პროვოკაციაა:

„სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, როდესაც ერთის მხრივ, სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ; მეორე, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია და მესამე, დაპირისპირების ახალი კერა შეიქმნას, როდესაც ადამიანი, ვინც აცხადებდა, რომ საქართველოს არ განეკუთვნება დავით–გარეჯის ტერიტორია, ეს ადამიანი იქნეს გამოყენებული ამ პროვოკაციის დაწყების ან გაჩაღების მიზნით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 4 მაისს სასულიერო და საერო პირები თავს დაესხნენ. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. შს მინისტრი ამბობს, რომ დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა.

ივერი მელაშვილისთვის წარდგენილ ბრალში დავით-გარეჯის საკითხი არ ფიგურირებს იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი ამ დრომდე შეუთანხმებელია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ამის მიუხედავად,ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოძიების დაწყების დროიდან კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას კეთდება დავით-გარეჯის დაკარგვის საფრთხეზე აქცენტი.

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S