Accentnews.ge
"ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს შესაძლო გადახდა განხილვის პროცესშია"

"ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს შესაძლო გადახდა განხილვის პროცესშია"

05/05/2021 13:07:57 პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ევროპელმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ამნისტიის ორი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.

"ეს ჩემი პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ბატონი კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე დაინიშნა. შეხვედრის შესაძლებლობა გამოვიყენეთ მიღწეული შეთანხმების განსახილველად. ვიცით რომ, პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. ვისაუბრეთ შემდგომ თანამშრომლობაზე. საუბრის თემა იყო ბრიუსელში მისი მომავალი ვიზიტი, სადაც მის ოპონენტებთანაც გვექნება შეხვედრა ევროპარლამენტში. როგორც ვიცით, არსებობს ამნისტიის 2 კანონპროექტი. ახლა ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის, რომ პარლამენტში მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა და წინ მივდივართ. ეს საკითხიც 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია. ახლა მთავარია პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიკუსისას მათი პოზიციები ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვდეს პროცესის წინ წასაწევად.

ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს შესაძლო გადახდა და სხვა საკითხები განხილვის პროცესშია და ვნახოთ რამდენად შესაძლებელი იქნება წინ წავიწიოთ მომდევნო დღეებში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციისთვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია. იმპლემენტაციის პროცესი კი რეფორმებამდე მიგვიყვანს," - ამბობს კარლ ჰარცელი.

მე-10 მოწვევის პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტის მიღებას 19 აპრილს ოპოზიციური პარტიების ნაწილსა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმება ავალდებულებს. ამნისტიის მუხლი შეთანხმებაში ენმ-ის დაპატიმრებული ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლების ერთ-ერთ ინსტრუმენტად არის ჩადებული.

პარლამენტში ამ ეტაპისთვის ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული: პარლამენტში შესული ოპოზიციური დეპუტატებისა და ხელისუფლების.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S