თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს
05/05/2021 14:40:11 პოლიტიკა
პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის შემთხვევაში, სადეპუტატო უფლებამოსილებით თავადაც ისარგებლოს.
ამასთან, მან ოპოზიციის ნაწილი გააკრიტიკა.
„ოპოზიციამ იჩქარა და დიდი შეცდომა მოუვიდა. ეს ყველაზე რბილი ნათქვამია. უარესს ვფიქრობ გარკვეულ ადამიანებზე, უბრალოდ არ ვამწვავებ. შეცდომა მოუვიდათ, ამ შეცდომას კი ისეთი მავნებლური ოლიგარქიული ხელისუფლება როგორც „ოცნებაა“, რა თქმა უნდა, გამოიყენებდა და გამოიყენეს“,- განაცხადა ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.


