Accentnews.ge
„გირჩი“ „სამეფო კარზე“ ვაკანსიებს აცხადებს – ანაზღაურება 1500–დან 3 000 ლარამდე

„გირჩი“ „სამეფო კარზე“ ვაკანსიებს აცხადებს – ანაზღაურება 1500–დან 3 000 ლარამდე

05/05/2021 16:04:23 პოლიტიკა

„გირჩი“ „სამეფო კარზე“ ვაკანსიებს აცხადებს.

პოზიცია - “პარლამენტარის თანაშემწე”:

მას მერე, რაც „გირჩი“ პარლამენტში სამი დეპუტატით შევიდა, ჩვენს პარლამენტარებს რეგლამენტით ეკუთვნით თანაშემწეები, რომლებიც მათ საპარლამენტო საქმიანობაში დაეხმარებიან.

თუ შეგიძლიათ:

1. წერა (ქართულად. გამართულად. სხვა დამატებითი ენები პლუსად ჩაგეთვლებათ)

2. კითხვა (და მერე წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა);

3. ლაპარაკი (გასაგებად);

4. ადამიანებთან ურთიერთობა (არ ხართ ასოციალური),

5. და არ გიყვართ საქმის გადადება.

თუ გაინტერესებთ ჩამოთვლილთაგან ერთი სფერო მაინც:

1. ადამიანის უფლებები;

2. მართლმსაჯულება;

3. განათლება;

4. ჯანდაცვა,

5. ეკონომიკა.

„გირჩი“ გთავაზობთ, საპარლამენტო საქმიანობაში გამოცდილებას და ხელფასს 1000-დან 3000 ლარამდე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გაგზავნონ CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი წერილი, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა - info@girchi.com - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება იქნება საჯარო.

პოზიცია - “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი”

„გირჩის სამეფოს“ ესაჭიროება გამოცდილი “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი”, რომელსაც აქვს დიდი და მრავალნაკადიანი ციფრული არხების მართვის გამოცდილება და აქვს როგორც პრეტენზია, ისე ამბიცია, რომ „სამეფოს“ ციფრული მხარე მოაწესრიგოს.

სამუშაო სრულგანაკვეთიანია და მოიცავს ჩვენთან ოფისში თუ პარლამენტში მუშაობასაც.

აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება 1 500-დან 3 000-მდეა.

CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი სამოტივაციო წერილი შეგიძლიათ, გააგზავნოთ მიზამართზე info@girchi.com.

პოზიცია - “მემონტაჟე-ოპერატორი”

„ვეძებთ ადამიანს, რომელმაც იცის გადაღება და მონტაჟი. შეუძლია ჩვენთან ერთად მოიფიქროს ვიზუალური გირჩობები, დაგვეხმაროს ჩვენი პატარა სტუდიის გამართვას და მუშაობაში.სანაცვლოდ გთავაზობთ საინტერესო კონტენტის შექმნაში მონაწილეობას და 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს, იმის მიხედვით, თუ როგორ მოგვაწონებთ და მოგვყიდით საკუთარ თავს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე info@girchi.com - მეილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მზად იყავით, რომ თქვენი გასაუბრება იქნება საჯარო - ლაივში გავუშვებთ“,– აცხადებენ პარტიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S