Accentnews.ge
„მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“ – ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

„მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“ – ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

06/05/2021 10:13:41 პოლიტიკა

პრორუსული განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.

პარტიის სახელმწიფობა იქნება „ერი“, ხოლო ლოზუნგი, ერთობა, რაობა და იმედი“.

„მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას და შემოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამ ჩემი გადაწყვტილების ძირითადი მიზეზად მოგვევილნა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესული არის პერმანენტული კრიზისის პირობებში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

როგორც ვასაძე ამბობს, გადაწყვეტილებისთვის „ბოლო წვეთი“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებული შეთანხმების დოკუმენტი იყო, ვინაიდან თვლის, რომ დოკუმენტის განხორციელება ქვეყნის სუვერენიტეტს ამცირებს:

„ამ დოკუმეტში გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა – დამნაშავეების ციხიდან გამოშვებისა, მოხდა კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ – ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა. აწი, თუ ეს დოკუმენტი განხორციელდება, ქვეყანას ისედაც შეზღუდული სუვერენიტეტი აღარ რჩება: სახელმწიფო უცხოელების ჩარევის გარეშე ვეღარ წყვეტს, ცესკომ როგორ დათვალოს ხმები, ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა, როგორ ამუშაოს ანტიკორუფციული სტრუქტურები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S