მელია - მერობის კანდიდატობაზე: "სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, უნდა შევხვდე პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს"
06/05/2021 14:10:47 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას არჩევნებზე - ამის შესახებ განცხადება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კობა ნაყოფიამ ციხეში მელიას მონახულების შემდეგ გააკეთა.
"პირდაპირ ასე მითხრა, რომ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, უნდა შევხვდე პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს და მის ხელმძღვანელობას“,-განაცხადა ნაყოფიამ.


