შეხვედრები დასრულდა - ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია
06/05/2021 14:23:24 პოლიტიკა
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრები, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში დილიდან მიმდინარეობდა, დასრულებულია.
ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.
ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები ითხოვენ, პრეზიდენტმა ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს.
"თუ ვეტო იქნება, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი არგუმენტაცია" - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე.
სალომე ზურაბიშვილს 2–კვირიანი ვადა აქვს, რომ ხელი მოაწერს მიღებულ კანონპროექტს, ხოლო თუ ის ვეტოს დაადებს, მაშინ პრეზიდენტის ვერსია თავისი შენიშვნებით, გადაიგზავნება პარლამენტში და თავიდან დაიწყება განხილვა.


