"მელია მზადაა ყველასთან ითანამშრომლოს, რომ ოცნებამ არჩევნებზე 43% ვერ აიღოს"
06/05/2021 14:59:40 პოლიტიკა
"ნიკა მელია მზად არის, ყველასთან გააგრძელოს თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საპატიმროში მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია მზად არის, ყველასთან გააგრძელოს თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე 43% ვერ მიიღოს.
"ნიკა მელიას განწყობაა სამომავლოდ ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია, რადგან ის მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ვერ ხედავს ოპოზიციის მიერ თვითმართველობის არჩევნებზე 58%-ის აღების შესაძლებლობას. ის მზად არის, გააგრძელოს ყველასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს 43% ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა კორძაიამ.


