Accentnews.ge
ვასაძე პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს

ვასაძე პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს

06/05/2021 19:10:25 პოლიტიკა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, საკუთარი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელოს, ვასაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში შემდეგი განაცხადა:

"რადგან პოლიტიკაში შემოვედი, ეს შესაძლებელია, ისევე, როგორც ყველასთვის, ვინ პოლიტიკაში მონაწილეობს. გვჭირდება დემოკრატიული პრეზიდენტი, ხალხის მიერ არჩეული ძლიერი პრეზიდენტი, ვისაც ხალხი აირჩევს", – აცხადებს ვასაძე.

2018 წელს ბოლო საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია პრეზიდენტი. 2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიაში 300 ხმოსანი იქნება: პარლამენტის 150 წევრი, 13-13 წევრი აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოებიდან და თვითმმართველობის ორგანოთა 124 წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S