Accentnews.ge
პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

07/05/2021 07:11:10 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა.

ამ პოსტს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი დაიკავებს.

„ის მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, იქამდე - კერძო ბანკებში. ბატონი ვაზილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. როცა ის ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაზილ ჰუდაკმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან.

„მისი ამოცანაა, ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის, უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი ყურადღებას გაამახვილებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას უღთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ისე - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S