Accentnews.ge
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ვეტოზე სერიოზულად ფიქრობს“

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ვეტოზე სერიოზულად ფიქრობს“

07/05/2021 07:50:02 პოლიტიკა

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრეზიდენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას ფიქრობს. საუბარია ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებაზე.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ვეტოზე სერიოზულად ფიქრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცნაურია ის ერთობოდეს ქართველ პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრებით“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ალტერნატიული კანონპროექტის მომზადებას, ხვიჩიას შეფასებით, საჭიროა ერთიან დოკუმენტზე შეთანხმება და არა ინდივიდუალური კანონპროექტებით სიარული.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს, საზოგადოებას ცხოვრება მოუწევს „კიდევ უფრო გამკაცრებულ საბჭოთა კანონმდებლობის პირობებში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S