Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა

07/05/2021 12:08:52 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა. სასუბრო თემა უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ღარიბავილი ახლახანს დაბრუნდა აზერბაიჯანიდან, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართა. სეხვედრაზე იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრიც.

ამასთან, მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა შს მინისტრი, ასევე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წარმომადგენლები. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, განხილვის საგანს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებებია. ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და ამჟამად ჯერი პრეზიდენტზეა, გამოიყენებს ვეტოს უფლებას თუ ხელს მოაწერს კანონპროექტს. არ არის გამორიცხული, ცვლილებები სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტოს საფუძველი გახდეს. ოპოზიცია მას სწორედ აღნიშნული ნაბიჯისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S