მდინარაძე: "მელიას გამოშვების შესახებ სპეცოპერაცია წარმატებით სრულდება"
07/05/2021 13:48:09 პოლიტიკა
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას ციხიდან გამოშვების „სპეცოპერაცია“ წარმატებით სრულდება.
"არ ვიცი, რა დავარქვა თუ არა „ბაქიბუქი“ მისი მხრიდან, რომ არ გადაიხდიდა და არ დათანხმდებოდა გირაოს. სპეცოპერაცია მელიას გამოშვების შესახებ წარმატებით სრულდება. ეს კარგია და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
უბრალოდ, ნიკა მელია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და გუნდის წევრებმა, როდესაც მისი თავმოყვარეობის შელახვაზე გაატარეს თავიანთი გეგმები,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ენმ–ის წევრ გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს თანხმდება და საპატიმროს მალე დატოვებს, პოლიტიკურ გეგმებზე კი თავად ისაუბრებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის თავმჯდომარესთან საკანში, ბაჩუკი ქარდავასთან ერთად იმყოფებოდა.


