Accentnews.ge
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგელები კაჭრეთში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგელები კაჭრეთში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ

10/05/2021 10:25:38 პოლიტიკა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კაჭრეტში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებიან.

ოპოზიცია მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს წარუდგენს, მათ შორის, საუბარია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესზე.

როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, კანონპროექტის ამოსავალი წერტილი შარლ მიშელის ეგიდით შედგენილი დოკუმენტია და განხილვის პროცესშიც დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

"ამ დოკუმენტით ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შეთანხმებულ პუნქტებს შევიტანთ. უსაფუძვლო ოპტიმიზმი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველა პუნქტზე სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს". - თქვა ხათუნა სამნიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 40–მდე ცვლილებას წარადგენს.

მხარეები კაჭრეთში ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ და შემდეგ ჩარჩო შეთანხმებას წარმოადგენენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა განხორციელდეს ამბიციური საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, 2%-მდე დაიწიოს საარჩევნო ბარიერი.

დოკუმენტში საუბარია ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნისა და საარჩევნო კომისიების წევრების დაკომპლექტების პროცედურებზე. ამასთან, აღნიშნულია, რომ ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S