Accentnews.ge
ელისაშვილი: "ევროკავშირი გირაოს გადახდით არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას“

ელისაშვილი: "ევროკავშირი გირაოს გადახდით არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას“

10/05/2021 10:38:03 პოლიტიკა

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, გირაოს გადახდით „ევროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას“ – ეს კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯი იყო.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას" უნდა მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა. „ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო შემოკრებილ პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ მელია.

უნდათ, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნუნ. მიხვდნენ, ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია - მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი ვარაუდობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა, რადგან ამისთვის გზებს ეძებენ და „ბევრს ერთი სული აქვს პარლამენტში შევიდნენ."

შეგახსენებთ, რომ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ იმსჯელებენ. ​

გირაოს თანხა, რომლის გადახდასაც პროკურატურა ითხოვა, ევროკავშირმა 7 მაისს გადარიცხა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S