Accentnews.ge
"ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს"

"ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს"

10/05/2021 10:29:31 პოლიტიკა

"ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

„ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას, როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს. „ნაციონალური მოძრაობა" გაფორმდა საქართველოში როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული. ფაქტია, ისინი ყოველ ჯერზე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს და დასავლეთთან ინტეგრაციას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის რუსული ჰიბრიდული ძალა და გულწრფელად რომ გითხრათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოაწერენ თუ არა ისინი ამ დოკუმენტს ხელს, ისინი დარჩებიან არაკონსტრუქციული, დესტრუქციული და რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად საქართველოში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S