თბილისის მერია ფოტოხაფანგებს ყიდულობს
10/05/2021 11:54:44 პოლიტიკა
თბილისის მერია ნაგვის დამყრელი პირების გამოსავლენად ფოტოხაფანგებს ყიდულობს. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, უწყება 30 ცალს ფოტოხაფანგს სავარაუდოდ, 75 ათასს ლარად შეისყიდის.
ობიექტის განათების ტიპი უნდა იყოს ინფრაწითელი ადამიანის თვალისთვის უხილავი; სურათის დეტალი: დღისით ფერადი, ღამე მონოქრომული ინფრაწითელი ან უკეთესი. დანახვის მანძილი არანაკლებ 30 მეტრისა.აღნიშნულ ფოტოხაფანგს დღე/ღამის პირობებში უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე.


