"ბედნიერი ვარ, რომ სანდროსთან ტყუილების თქმა არ დამჭირდება“ – ანზორ მელია რუსთავის ციხესთან მივიდა
10/05/2021 12:25:25 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას რუსთავის ციხესან მხარდამჭერები, ოპოზიციონერი კოლეგები და თანაპარტიელები ელოდებიან. პარალალეურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, რომელზეც მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობენ.
საპატიმროსთან იმყოფება მელიას მამა, ცნობილი ექიმი ანზორ მელია.
"ბედნიერი ვარ იმით, რომ ნიკა დღეს იქნება თავის შვილთან ერთად და სანდროსთან ტყუილების თქმა არ დამჭირდება, იმიტომ, რომ ხან რას ვეუბნებოდი ხან რას და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩაეხუტებიან ერთმანეთს.
მე მეამაყება ნიკას ასეთი ძლიერი პოზიცია, ის არ არის მოღალატე და არასდროს უღალატებს იმას, რასაც ფიქრობს, ის არის სამშობლოს ერთგული, ნამდვილი ქართველია, უყვარს საქართველო და საქართველოსთვის სიცოცხლესაც კი დადებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნიკამ ამ ასაკში ამხელა სიყვარული დაიმსახურა",– განაცხადა ანზორ მელიამ.
ცნობისთვის: მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადა.


