"მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი"
10/05/2021 13:34:41 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის საპატიმრო ღონისიძების გირაოთი შეცვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკოსის გათავისუფლებით ქართველი ხალხის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.
"მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ნიკა მელია ციხეს დღეს დატოვებს. მისი გირაო ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა, პროკურატურამ კი აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს 9 მაისს მიმართა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.
დღევანდელ სასამართლოზე ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.


