„არ მგონია, ნიკას გარეთ გამოსვლისას პირველი პარტიის დატოვების თაობაზე ჩემი განცხადება უნდა დახვდეს“
10/05/2021 14:00:59 პოლიტიკა
მელიას საპატიმროსთან ახლობლები, თანაპარტიელები, მხარდამჭერები და ოპოზიციონერი კოლეგები დახვდნენ.
როგორც დაანონსებულია, ენმ რიგ გადაწყვეტილებებს მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გააჟღერებს.
ენმ–ის წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უახლოეს დღეებში დატოვებს.
„არ მგონია, პირველი, რაც ნიკას გარეთ გამოსვლისას უნდა დახვდეს, ჩემი განცხადება უნდა იყოს პარტიის დატოვების შესახებ, მაგრამ დიახ, პარტიას უახლოეს დღეებში დავტოვებ“,– განაცხადა სამადაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს არ შესთავაზებს მრავალფეროვნებას, არ ელის, რომ დაიდება ფორმულა, რომელიც ვადამდელი არჩევნების გარანტია იქნება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგლავა კი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ კოალიციური მუშაობის მაგალითი უნდა აჩვენოს.
ცნობისთვის: ნიკა მელია საპატიმროს სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს დატოვებს.


