კრამონი: "მელიას გათავისუფლება კიდევ ერთი ნაბიჯია შეთანხმების მისაღწევად“
10/05/2021 14:07:23 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმიანება.
"ნიკა მელიას გათავისუფლება კიდევ ერთი ნაბიჯია 19 აპრილის შეთანხმების მისაღწევად. ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს კიდევ უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. დარჩენილ ოპოზიციას ვიწვევთ, რომ შეთანხმებას შემოუერთდნენ".
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 40 000–ლარიანი გირაოთი შეუცვალა, რომელიც ევროკავშირმა წინასწარ გადარიცხა.
მელიას საპატიმროს დღეს დატოვებს.


