ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სომხეთს ეწვევა
11/05/2021 10:22:12 პოლიტიკა
საქაღთველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის მოქმედ პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რის შემდეგაც შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ასევე იგეგმება ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციაც.
საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ცნობისთვის: მაისის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანშიც იმყოფებოდა.


