ლევან ვასაძისა და კლიმენტი კეკუტიას შეხვედრა ზუგდიდში
11/05/2021 10:51:41 პოლიტიკა
ლევან ვასაძე ზუგდიდში თანამოაზრეებთან შეხვედრებს მართავს. ეს მეორე ქალაქია, სადაც იგი მას შემდეგ ჩავიდა, რაც პოლიტიკური ორგანიზაცია "ერთობა, რაობა, იმედი" - დაარსა და პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა.
შეხვედრაზე, რომელიც ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტიაც იმყოფებოდა. როგორც კეკუტიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, იგი ვასაძეს როგორც მის მეგობარს ისე დახვდა და მასთან ერთად პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.


