Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად მინდია უგრეხელიძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად მინდია უგრეხელიძე დაინიშნა

11/05/2021 13:37:51 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ მრჩევლად სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე წარადგინა,– იუწყება იუსტიციის სამინისტრო.

მინდია უგრეხელიძის განცხადებით, მინისტრის მრჩევლის რანგი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მზად არის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სამინისტროს გუნდს გაუზიაროს.

მინდია უგრეხელიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი და 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი. მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის ლექციათა კურსი სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S