Accentnews.ge
"როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები"

"როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები"

12/05/2021 06:28:11 პოლიტიკა

​როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თქმითაც, მის საქმეზე ყველა კითხვას მალე პასუხს გასცემს სტრასბურგის სასამართლო.

„…როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ.

როდესაც პოლიტიკას ამოეფარები და საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას გამოიწვევ…

როდესაც საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულება პასუხს გაგცემს…

როდესაც საკუთარ ქვეყანას სტრასბურგში უჩივი და იმის გამბედაობაც არ გყოფნის, რომ ამ საქმის ნამდვილი დასახელება „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაწერო და ისევ პოლიტიკას ამოეფარები…

როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხარ…

როდესაც გამბედაობა არ გყოფნის…“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S